გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ ახალი კამპანია, თითქოს ევროპულ დედაქალაქებში დადიან, თავად მონდომებული არიან და ცუდია ევროპული ბიუროკრატია, ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუებას ემსახურება
პოლიტიკა ·

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, რაც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, აქვს აღებული ევროკავშირის წინაშე. შარაშიძის თქმით, „ ქართული ოცნება “ მოქმედებს ახალი სტრატეგიით და ცდილობს, მოატყუოს საზოგადოება, თითქოს თავად ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება სურს და ევროპული ბიუროკრატიაა ხელშემშლელი.