გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

ეკონომიკა ·

გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშის ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაციამ“ ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად, 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. სამუშაოების ფარგლებში არხის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყო ხელი.