სოცდახმარება 10 თვეში 190 000-ზე მეტ პირს შეუწყდა
პოლიტიკა ·

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით კიდევ 29 ათასით 518 ათასამდე შემცირდა. კლება ოქტომბერში არ დაწყებულა, 10 თვეში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 190 ათასზე მეტით შემცირდა. სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო 5 წელი ფაქტობრივად სულ იზრდებოდა (2023 წლის გარდა), 2026 წლის იანვარ-აგვისტოში კი მათი რაოდენობა მკვეთრად, 20%-ით შემცირდა. სოციალური შემწეობა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ფინანსური დახმარების მექანიზმია.