კიევში მსხვერპლია რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად, რეგიონებში დარტყმა იყო ენერგოობიექტებზე
მსოფლიო ·

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 12 ნოემბერს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. კიევზე და უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მორიგი შეტევა 11-დან 12 ნოემბრის ღამიდან დაიწყო. კიევის სოლომიანსკის რაიონში დრონი მოხვდა 9-სართულიან სახლს, რომელიც ნაწილობრივ დანგრეული და დამწვარია. რუსეთის დარტყმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი კიევის ამ რაიონში მოჰყვა.