რეალითი შოუ Made In Chelsea-ს ვარსკვლავი ჯაზ სონდერსი პროექტს ტოვებს

რეალითი შოუ Made In Chelsea-ს ვარსკვლავმა ჯაზ სონდერსმა განაცხადა, რომ პროექტს ტოვებს. 25 წლის მონაწილემ, რომელიც შოუში 2023 წელს გამოჩნდა, სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. სონდერსმა ემოციურ ვიდეოში აღნიშნა, რომ მას „ტრავმებისგან განკურნება“ და საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება. მისი თქმით, გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა, თუმცა შოუში მონაწილეობისას დაგროვილმა სირთულეებმა მასზე უარყოფითად იმოქმედა. „დადგა მომენტი, როდესაც უკან უნდა დაიხიო და შეხედო დიდ სურათს.