მატვიენკო: სომხეთი ბევრს დაკარგავს, თუ ОДКБ-ს დატოვებს
მსოფლიო ·

ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, სომხეთი ბევრს დაკარგავს, თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გასვლას გადაწყვეტს. „შემდეგ უკვე სომხეთის გადასაწყვეტია, შეინარჩუნებს თუ არა ОДКБ-ში წევრობას. ვფიქრობ, თუ საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს, სომხეთი ბევრს დაკარგავს“, – განაცხადა მატვიენკომ ვიეტნამში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობები ბოლო წლებში გაუარესდა.