AXIOS: აშშ რუსეთს ევროპასთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმების პროექტის წარდგენას სთხოვს
მსოფლიო ·

აშშ-მა რუსეთს მიმართა თხოვნით, ევროპასთან უსაფრთხოების სამომავლო შეთანხმების ახალი წინადადება შეიმუშაოს, რომელიც კონტინენტზე დაძაბულობის შესამცირებლად მოსკოვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც გაითვალისწინებს. ინფორმაციას AXIOS-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, წლების განმავლობაში რუსეთი ევროპასთან ისეთი უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევას ცდილობდა, რომელიც ნატოს გაფართოებას შეზღუდავდა და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო ყოფნას შეამცირებდა.