გიორგი სოსიაშვილი – მთავარი მიზანია, ევროპულ ოჯახში ღირსეულად გავწევრიანდეთ, ყველამ უნდა დაინახოს, რა დატვირთვა გააჩნია ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში
პოლიტიკა ·

ბრიუსელის ბოლო პერიოდის პოლიტიკა სამარცხვინოა და დაცლილია ევროპული ფასეულობებისგან. ბრიუსელში მოკალათებული ბიუროკრატების შემადგენლობა საბჭოთა პერიოდის კრემლს დაემსგავსა, როდესაც დირექტივებს გასცემდნენ და რესპუბლიკები ასე იმართებოდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელში ისეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბების სურვილი გაუჩნდათ, რომ ნებისმიერი მათი დირექტივა, დავალება და მენტორული ტონით საუბარი გახდეს საპროგრამო ყველა ქვეყნისთვის.