ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენ
პოლიტიკა ·

ჟენევაში, 10–11 ნოემბერს, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, დე ფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციები მონაწილეობდნენ. დისკუსიებს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობდნენ. ორივე დე ფაქტო ხელისუფლებამ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებებში მთავარ საკითხად საქართველოსთან ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება დაასახელა.