სოხუმი: საქართველო აფხაზების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ხელს უშლის

პოლიტიკა ·

სოხუმი: საქართველო აფხაზების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ხელს უშლის

ფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევაში აფხაზურმა დელეგაციამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხარის მცდელობების შესახებ, ხელი შეეშალა აფხაზი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობაში. საუბარია თურქეთში მხატვრულ ტანვარჯიშში გამართულ ტურნირსა და ესპანეთში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატზე. სოხუმის მტკიცებით, ქართული მხარე ზეწოლას ახდენდა აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზატორებზე.