"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ორი სუპერტანკერი აფეთქდა
მსოფლიო ·

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) საზღვაო ძალების განცხადებით, ღამით ჰორმუზის სრუტეში ორი სუპერტანკერი აფეთქდა და გაჩერდა მას შემდეგ, რაც ისინი აკრძალული მარშრუტით მოძრაობდნენ. IRGC-ის საზღვაო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმა გემმა სრუტის სამხრეთით აკრძალული მარშრუტი გადაკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტის მოძრაობის მართვის ცენტრმა ისინი არაერთხელ გააფრთხილა.