ანი წითლიძე მოსამართლე როინიშვილს: "თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?"

პოლიტიკა ·

ანი წითლიძე მოსამართლე როინიშვილს: "თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?"

უკვე 2 საათია მეტია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ოპოზიციის პასუხებს ისმენს - "ნაციონალური მოძრაობა" მოსამართლეებს უხსნის, რატომ არის აბსურდული 2012 წლამდე ხელისუფლების დროს ჩადენილი ინდივიდუალური დანაშაულების გამო დღეს პარტიის აკრძალვა. ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ მაშინდელი თანამდებობის პირები არ იყვნენ პარტიის წევრები და არ მოქმედებდნენ " ნაციონალური მოძრაობის " სახელით. კითხვები ამ თემაზე ვასილ როინიშვილმა დასვა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პროკურორის მოადგილე იყო.