ზახაროვამ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
პოლიტიკა ·

ზახაროვამ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ზახაროვას მტკიცებით, 2024 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო "დასავლეთის ჩარევის" მაგალითად მან "უცხოეთის აგენტების" კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები მოიყვანა. მან თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, გააფრთხილა თუ არა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც სერგეი შოიგუმ "სახელმწიფო გადატრიალებად" დაახასიათა.