მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს კარგი პროგრესი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და ჩვენც ვუერთდებით იმ კოალიციას, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით სწორედ ამ საკითხებზე
პოლიტიკა ·

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უკვე ტრადიციად იქცა ნარკოტიკებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა, რომელიც გახლავთ საფრანგეთის და იტალიის ერთობლივი ინიციატივა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ირლანდიაში ვიზიტზე საუბრისას. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საქართველოს აქვს კარგი პროგრესი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და ჩვენც ვუერთდებით იმ კოალიციას, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით სწორედ ამ საკითხებზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.