13 ნოემბერს, საქართველოს უსინათლოთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

საზოგადოება ·

13 ნოემბერს, საქართველოს უსინათლოთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს უსინათლოთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ორგანიზატორთა ცნობით, საქართველოს უსინათლოთა კავშირისთვის 13 ნოემბერი ორმაგად ნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს მთელი მსოფლიო უსინათლოთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს უსინათლოთა კავშირის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიების მიზანია ორგანიზაციის საუკუნოვანი საქმიანობის, მიღწევებისა და მემკვიდრეობის წარმოჩენა.