საქართველოში გაიმართება საერთაშორისო ყრილობა - „თრომბოზი კლინიკურ პრაქტიკაში“

საქართველოში გაიმართება საერთაშორისო ყრილობა - „თრომბოზი კლინიკურ პრაქტიკაში“ საქართველოში გაიმართება საერთაშორისო ყრილობა - „თრომბოზი კლინიკურ პრაქტიკაში“. ორგანიზატორების ინფორმაციით, საერთაშორისო ყრილობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სპეციალისტები დაესწრებიან. ყრილობა 13 ნოემბერს, 10:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახსნის. ყრილობა 14 ნოემბერს დასრულდება.