რუსული მედია - სანქტ-პეტერბურგში, ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
მსოფლიო ·

სანქტ-პეტერბურგში, ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სანქტ-პეტერბურგში, ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „ქალაქ სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო ორგანოებმა პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.