ვალერი ჩეჩელაშვილი - დაკავშირებადობის მინისტერიალზე მიწვევა მნიშვნელოვანი გზავნილია და დრამატული შეცდომა და დიპლომატიური ყეყეჩობაა, რომ ელჩს მასში მონაწილეობა ავუკრძალეთ - ასეთ შეხვედრებზე ყალიბდება საერთო თამაშის წესები!
პოლიტიკა ·

ვფიქრობ, დრამატული შეცდომაა, როდესაც ჩვენ ელჩს ავუკრძალეთ იქ მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს არის დიპლომატიური ყეყეჩობა მხოლოდ. ასეთ შეხვედრებზე ყალიბდება საერთო თამაშის წესები. შესაბამისად, ჩვენ ამ თამაშის წესებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ და შემდგომ, ჩვენ მოგვიწევს ამ თამაშის წესების შესაბამისად საკუთარი პოლიტიკის აწყობა იმიტომ, რომ ეს თამაშის წესები დასავლეთიდან თუ ჩამოყალიბდა ერთიანობაში, ჩვენ მას ვეღარაფერს დავუპირისპირებთ და იძულებულნი ვიქნებით თამაშის ეს წესები მივიღოთ.