ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელები ფიქრობენ, რომ ომის შესაჩერებლად, ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ - შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარი
მსოფლიო ·

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარე ომის შესაჩერებლად ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტის პოვნას ცდილობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ლიდერების დონეზე უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, ამერიკელები მოლაპარაკებების დროს რეგულარულად აყენებენ დონბასის საკითხს. „რა თქმა უნდა, ისინი ამაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ომის შესაჩერებლად, ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ.