დავით ფეიქრიშვილის საქმის პროკურორი - პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო და შსს-ის თანამშრომლებმა დალუქეს - ფეიქრიშვილის განცხადება აბსურდულია, პროკურორს მის ტელეფონთან შემხებლობა არ ჰქონია

ტელეფონები, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომელიც ჩაატარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ამოღებული იყო სხვა პირად ნივთებთან ერთად, რომლებიც დალუქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. როგორც საქმით დგინდება, შენახვის ადგილად მითითებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა.