ჯარედ კუშნერი - მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელებიც უნდა გვყავდნენ
მსოფლიო ·

რეალობა ისაა, რომ ამჟამად მხარეებს შორის ნდობა არ არსებობს - საკმაოდ რთული დისკუსიები იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ POLITICO-ს განუცხადა. კუშნერის თქმით, არ არსებობს მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ორი დღის განმავლობაში არ წამოჭრილა. მისი თქმით, ტერიტორიის საკითხი აშკარად „ყველაზე რთული“ გადასაჭრელი იქნება.