მიხეილ ყაველაშვილი დღეს, ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს
პოლიტიკა ·

თურქეთში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი დღეს სიტყვით მიმართავს ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, უკვე შედგა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი უზბეკი კოლეგის შეხვედრა. მიხეილ ყაველაშვილმა და შავკატ მირზიოევმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.