ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში შეხვედრისას ქართული ენისა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა "ვეფხისტყაოსნიდან" ამონარიდები წაიკითხეს
პოლიტიკა ·

ქართული დელეგაციის წევრებს პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში უმასპინძლეს. სასწავლებლის ქართული ენისა და ქართველოლოგიის შემსწავლელი პროგრამის სტუდენტებმა "ვეფხისტყაოსნიდან" ამონარიდები წაიკითხეს. სწორედ საგანმანათლებლო სფეროში არსებული კავშირების გაღრმავების, გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტების საჭიროებების შესახებ ისაუბრეს პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.