პრემიერი: საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა 70%-ს აღემატება, ევროპელი ბიუროკრატები მუდმივად გვესხმიან თავს, თუმცა არჩევნებზე 50%-ზე მეტს ვიღებთ, რადგან ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებულებას წარმოადგენს

პოლიტიკა ·

საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ეს მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.