როცა კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას, საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ცდილობენ, როგორმე ფონს გავიდნენ - არჩილ გორდულაძე
პოლიტიკა ·

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე "ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. საქმის არსებითი განხილვის მე-11 სხდომა რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. სხდომა ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას, საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ცდილობენ, როგორმე ფონს გავიდნენ.