ნიუ-იორკში, საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა
მსოფლიო ·

ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, სამშენებლო მოედნის გვერდით მდებარე სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, 10-ზე მეტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას reuters -ი ავრცელებს. ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონ ესპოზიტოს განცხადებით, ჩამოინგრა 1930 წელს აშენებული, ოთხბინიანი საცხოვრებელი შენობა და გვერდით მდებარე სამშენებლო მოედანზე გადავარდა, სადაც მიწის გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობდა.