მოხარული ვარ, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება და ბევრად უფრო საქმიან და სერიოზულ სახეს იღებს. მზად ვარ ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში - ჭაო კუანგძუნმა ქართულ დელეგაციას უმასპინძლა
პოლიტიკა ·

"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ გადაინაცვლა ქალაქ ხანგჭოუში , ჭეძიანგის პროვინციაში. აღნიშნული ქალაქი და პროვინცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს ჰაბია , სადაც ოპერირებს არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის ხანგჭოუშია განთავსებული გიგანტი ჩინური კომპანია "ალიბაბა".