თამარ ჩერგოლეიშვილი: შეეგუეთ სიღარიბეს - უკეთესი მომავალი აკრძალულია!
მოკალით უკეთესი მომავლის იმედი! შეეგუეთ სიღარიბეს, უსამართლობას, კორუფციას, უპერსპექტივობას, უმუშევრობას, ემიგრაციას, ევროპისგან და ამერიკისგან იზოლაციას, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას. მოცემულობად მიიღეთ, რომ უალტერნატივო ვარ, შეუცვლელი ვარ და სულ მე ვიქნები. ეს არის სიგნალი, რასაც ივანიშვილი უგზავნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, როდესაც ზოგისთვის კარგ, ზოგისთვის ავ, ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს - ჩვენი, ფედერალისტების ჩათვლით. უკეთესი მომავლის იმედის ჩაკვლაა მისი მიზანი.