" მარცხენა ხელის მტევანი გაუკერეს, მარჯვენა ხელზე თაბაშირი დაადეს, მოტეხილი აქვს თითი. ასევე, ექიმის გადმოცემით, გავარკვიეთ, რომ მოტეხილი აქვს ხერხემლის მალები"
გუშინ, საღამოს 9 საათზე, დავით ფეიქრიშვილი მეორედ გადაიყვანეს „ვივამედის“ კლინიკაში. ექიმის განცხადებით, მას ზედა კიდურები ჰქონდა დაზიანებული და საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ამზადებდნენ. ბრალდებულის კლინიკაში გადაყვანის პარალელურად იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.