გია ჯაფარიძე: ასამარებენ საქართველოს სახელმწიფოს

პოლიტიკა ·

გია ჯაფარიძე: ასამარებენ საქართველოს სახელმწიფოს

ნებისმიერ მთავრობას საქართველოში გაუჭირდება პირდაპირ უთხრას ხალხს, რომ აპირებს ქვეყნის დაშლას და სხვა სახელმწიფოზე ჩაბარებას. ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდება, პირდაპირ უთხრას ხალხს, რომ აპირებს ევროსაბჭოს დატოვებას, ან თუნდაც ასოცირების შეთანხმების გაუქმებას ევროპის კავშირთან. ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდება, პირდაპირ განაცხადოს, რომ აპირებს, გადახედოს/წინ აღუდგეს საერთაშორისო სასამართლოების იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს ამართლებს რუსეთთან.