ლევან ლორთქიფანიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაც ხომ რაღაცას უნდა ჰგავდეს!!!! უბადრუკი ნაგებობა, რომელიც კაზინოებისა და იაფფასიანი, ბრჭყვიალა სასტუმროების გარემოცვაშია მომწყვდეული

პოლიტიკა ·

ლევან ლორთქიფანიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაც ხომ რაღაცას უნდა ჰგავდეს!!!! უბადრუკი ნაგებობა, რომელიც კაზინოებისა და იაფფასიანი, ბრჭყვიალა სასტუმროების გარემოცვაშია მომწყვდეული

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის წარმოდგენაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები უნდა იყვნენ თამაზ გამყრელიძის, ვერა ბარდაველიძის, ვიქტორ კუპრაძის, მზექალა შანიძის ტიპის, სოციალური ჰაბიტუსის მქონე ადამიანები. ანუ ისინი უნდა იყვნენ ულტრაინტელექტუალები, დახვეწილი ადამიანები, დარგშიც და მის მიღმაც განსაკუთრებული რეპუტაციის მქონე პირები... რომელიმე მათგანი ამ რანგის მეათასედს მაინც თუ წაეთამაშება?