ელისო ჯანაშია: როცა ჩემზე თავდამსხმელი ფოთის მერმა საარჩევნო კამპანიაში გვერდით დაიყენა, ჩემთვის ეს მკაფიო გზავნილი იყო და კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, ვისგან შეიძლებოდა წამოსულიყო დაკვეთა

პოლიტიკა ·

ელისო ჯანაშია: როცა ჩემზე თავდამსხმელი ფოთის მერმა საარჩევნო კამპანიაში გვერდით დაიყენა, ჩემთვის ეს მკაფიო გზავნილი იყო და კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, ვისგან შეიძლებოდა წამოსულიყო დაკვეთა

ფოთელი ჟურნალისტი და სოციალური საწარმო „ლიმენის“ დამფუძნებელი ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს მასზე თავდასხმის საქმე „მის წინააღმდეგ შეაბრუნეს“ – საქმეზე გამოძიება ორ ნაწილად გაიყო და ახლა გამომძიებელი მას დაკითხვაზე იბარებს – ჯანაშიას თქმით, გამოძიება მის მიერ თავდაცვის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს მის წინააღმდეგ იყენებს.