დავით ზურაბიშვილი: სტრასბურგისადმი დაუმორჩილებლობა საქმის არსებით განხილვამდე, პრაქტიკულად გამოიწვევს ბიძინა ივანიშვილის დიქტატორობის გაფორმებას საერთაშორისო დონეზე, აქედან გამომდინარე არცთუ მარტივი შედეგებით
პოლიტიკა ·
თუ ქართული ოცნების მოთხოვნა ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე დაკმაყოფილდება, ეს განაჩენი მაშინვე გასაჩივრდება სტრასბურგში და, დარწმუნებული ვარ, საქმის არსებით განხილვამდე ევროპის სასამართლო აუცილებლად შეაჩერებს საქართველოს საკონსტიუტუციო სასამართლოს ვერდიქტის აღსრულებას.