გიორგი თუშმალიშვილი: „მაგათთან“ კი არ ჯდები, არამედ პროპაგანდის ამარა მიტოვებულ ხალხთან მიგაქვს სიტყვა. „მაგათ“ კი არა, ხალხს ეუბნები სათქმელს

პოლიტიკა ·

გიორგი თუშმალიშვილი: „მაგათთან“ კი არ ჯდები, არამედ პროპაგანდის ამარა მიტოვებულ ხალხთან მიგაქვს სიტყვა. „მაგათ“ კი არა, ხალხს ეუბნები სათქმელს

ჟურნალისტი გიორგი თუშმალიშვილი: ზაზა ბიბილაშვილის საკონსტიტუციოში გამოსვლის ჩანაწერს ერთი ახალგაზრდა გოგოს პოსტი რომ მოჰყვა - ცუდი წარმოდგენის ვიყავი ნაციონალებზე და მთლად ასეც არ ყოფილა საქმე, რამდენი საჭირო რამე გაუკეთებიათო, - მარტივ ჭეშმარიტებას ადასტურებს: მხოლოდ საკუთარი ბაბლით არ შემოიფარგლება ეს ქვეყანა და სხვებსაც უნდა მიაწვდინო ხმა.