150 000 ლარი ბიუჯეტიდან – „გამომყევი აჭარაში“ კამპანიაში გუგა გიორგობიანმა გაიმარჯვა
2026 წლის კონკურსში, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მეოთხედ გამოაცხადა, ოთხი ადგილისთვის საპრიზო ფონდი 300 000 ლარი იყო. გუგა გიორგობიანი, – რომლის ვიდეოებმაც 162 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა – ბიუჯეტიდან ჯილდოდ მიიღებს 150 000 ლარს (გადასახადების ჩათვლით). ვინ არიან სხვა გამარჯვებულები ვიდეოების 104-მილიონიაი ნახვით მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა ასამბაძე , რომელიც 70 000 ლარს მიიღებს (ასევე გადასახადების ჩათვლით).