ვიკა ბუკია: ვერ ხვდება ღარიბი ბავშვებით სავსე ქალაქში რა ამორალური და უზნეოა - როცა ტანზე გაცვია ასობით ბავშვისთვის საჭირო რეალური მხარდაჭერა
დედები ადრე აძინებენ, როგორც კი მოსაღამოვდება, რადგან ბავშვებს ძილში არ შიათ. ასე რომ, 219 054 მშიერ ბავშვს უკვე დიდი ხანია ძინავს. ადრე ამბობდა, ჩემი ფულით ვყიდულობო, თქვენ ვინ გკითხავთო. ახლა ამის თქმაც უჭირს, რადგან სიტყვა „კორუფცია“ რომ დაგუგლო, თბილისის მერის დაბოტოქსებული სახე ვარდება. მაგრამ სულ რომ 2003 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგაში მიღებული ჰონორარით ეყიდა 2026 წელს ეს კურტკა, ის ვერ ხვდება.