ვასილ მანაგაძე: ყველა თავმოყვარე კომპანია დღეს თავისი ნებით უნდა გამოვიდეს რუსული ბაზრიდან
პოლიტიკა ·
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ვასილ მანაგაძის აზრით, ქართულმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტზე უარი საკუთარი ნებით უნდა თქვან. “ყველა თავმოყვარე ქართული კომპანია დღეს თავისი ნებით უნდა გამოვიდეს რუსული ბაზრიდან”, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”, სადაც ინტერვიუს თემა რუსეთის მიერ ქართული ღვინის და სასმელების კომპანიისთვის ექსპორტის შეზღუდვა იყო.