ესპანეთში გამართულ საყოველთაო გაფიცვას ათასობით ადამიანი შეუერთდა - ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

მსოფლიო ·

ესპანეთში გამართულ საყოველთაო გაფიცვას ათასობით ადამიანი შეუერთდა - ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საყოველთაო გაფიცვის დროს გამართული დემონსტრაციებისას, რომელშიც ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. BBC-ის ინფორმაციით , დედაქალაქ მადრიდში დემონსტრაციას დაახლოებით 120 000 ადამიანი შეუერთდა, ბარსელონაში კი - 50 000-ზე მეტი. კადრებში ჩანს, როგორ უკიდებენ ცეცხლს ნაგვის ურნებს ნიღბიანი პირები და ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებს, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს.