ეს დიდი ქალი ბელგრადის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი – ბილიანა სტოიკოვიჩია. ვუჩიჩის რეჟიმმა სერბეთში ტერორი გამოატარა, მაგრამ ვერაფრით ააღებინა ხელი სტუდენტების დაცვაზე
მსოფლიო ·
„პროფესორი, რომელიც საკუთარ სტუდენტებს პოლიციური ძალადობისა და რეჟიმისგან არ იცავს, კარგავს მორალურ უფლებას შევიდეს აუდიტორიაში და მათ რამე ასწავლოს“ ბილიანა რამდენჯერმე დააკავეს, პოლიციელები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, პროკურატურამ მასზე საქმე აღძრა, მიმდინარეობდა პროპაგანდისტული კამპანია და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. პროფესორი პირდაპირი მნიშვნელობით სხეულით ეფარებოდა სტუდენტებს და როცა მათ აპატიმრებდნენ, თან მიჰყვებოდა, რათა განყოფილებაში მარტო არ დაეტოვებინა.