"დნმ-ის კვლევა სტოკჰოლმში ახლახან დასრულდა, ირკვევა, რომ მათ გენეტიკას ჩვენ ვინარჩუნებთ" - ვინ იყვნენ გოლიათი შირაქელები

მსოფლიო ·

"დნმ-ის კვლევა სტოკჰოლმში ახლახან დასრულდა, ირკვევა, რომ მათ გენეტიკას ჩვენ ვინარჩუნებთ" - ვინ იყვნენ გოლიათი შირაქელები

"ეს მდიდარი ქალაქი იყო, რასაც მისი კულტურა, აქ აღმოჩენილი ნატიფი კერამიკა თუ ბრინჯაოს ნაკეთობები გვაფიქრებინებს. ჰყავდათ ბევრი ცხვარ-ძროხა, ჰქონდათ ბევრი წყალი..." რამდენიმე წლის წინ შირაქის ველზე სატელიტმა უცნაური კადრები გადაიღო - იქ, სადაც დღეს მხოლოდ საძოვრებია, უცნაური კონტურები ჩანდა. არქეოლოგები სურათების დახედვისთანავე მიხვდნენ, რომ ეს მათ რაღაც ძალიან საინტერესოს ჰპირდებოდა, შირაქში გაემგზავრნენ და პატარ-პატარა კერამიკის ნამტვრევებიც აღმოაჩინეს.