მედია: მრავალშვილიანი ცოლ-ქმარი შვილის თვალწინ მოკლეს და დაანაწევრეს – კონფლიქტი საპარკინგე ადგილის გამო დაიწყო
მსოფლიო ·
მედიის ცნობით, თავდამსხმელმა ცოლ-ქმარი სცემა, შემდეგ კი ძალით ჩასვა მათივე ავტომობილში — „ლადა ვესტაში“ — და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა. გატაცება ერთ-ერთი ბავშვის თვალწინ მოხდა. SHOT-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოგვიანებით ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს. მათ სხეულებზე მრავლობითი დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. გამოცემის ცნობით, მკვლელობის შემდეგ ცხედრები დაანაწევრეს და როსტოვის ოლქის აქსაის რაიონში გადაიტანეს.