ჯორჯია მელონი: უკრაინის მხარდაჭერა პოლიტიკურ ფასადაც რომ დამიჯდეს, მაინც გაგრძელდება და ამ მიმართულებით კურსის შეცვლას არ ვაპირებ

მსოფლიო ·

ჯორჯია მელონი: უკრაინის მხარდაჭერა პოლიტიკურ ფასადაც რომ დამიჯდეს, მაინც გაგრძელდება და ამ მიმართულებით კურსის შეცვლას არ ვაპირებ

"უკრაინის მხარდაჭერა პოლიტიკურ ფასადაც რომ დამიჯდეს, მაინც გაგრძელდება და ამ მიმართულებით კურსის შეცვლას არ ვაპირებ. ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ამ პოზიციას - მე არ ვაპირებ ჩემი პოზიციის შეცვლას. უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა ეროვნული ინტერესების საკითხია - მე უკრაინას უბრალოდ უკრაინელების გამო არ ვუჭერ მხარს, მე ამას იტალიისთვის ვაკეთებ. სამყარო, რომელშიც წესებს სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი სახელმწიფო კარნახობს, იტალიის ინტერესებს არ ემსახურება."