კახა წიქარიშვილი: ჩამოვწერე 10 მომღერლის სია რომლებსაც უხამსობის გამო ჩვენი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა არ აწყენდათ
„ოლე-ოლას“ სიმღერის ვიდეოს გამო მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ - ინფორმაციას გამოცემა პუბლიკა ავრცელებს და წერს, რომ ოქმის შემდგენი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოა და ბათილაშვილს ის გამოქვეყნებულ ვიდეოში „შეურაცხმყოფელი სიტყვების“ გამოყენებას ედავება.