ჯო უილსონი აშშ-ის კონგრესის არჩევნებში ლიდერობს - რესპუბლიკელ უილსონს ამომრჩეველთა ხმების 49.9% აქვს მიღებული

მსოფლიო ·

ჯო უილსონი აშშ-ის კონგრესის არჩევნებში ლიდერობს - რესპუბლიკელ უილსონს ამომრჩეველთა ხმების 49.9% აქვს მიღებული

საქართველოს აქტიური მხარდამჭერი, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის შუალედურ არჩევნებში, სამხრეთ კაროლინის მე-2 საარჩევნო ოლქში, ერთ-ერთი საარჩევნო პლატფორმის მონაცემებით ლიდერობს . Watch.vote -ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რესპუბლიკელ უილსონს ამომრჩეველთა ხმების 49.9% აქვს მიღებული, მის დემოკრატ კონკურენტ ზაიონ ხალიფას კი — 48.7%. ამასთან, Associated Press-ის მონაცემებზე დაფუძნებული სხვა პლატფორმა განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს, რომლის მიხედვითაც ხალიფა ლიდერობს.