ლევან ლორთქიფანიძე: მერამდენედ უნდა გასცდეს მორალის, ეთიკის, ღირსების ყველა ზღვარს კახა კალაძე?
ლევან ლორთქიფანიძე: დღეს, ბ-ნმა კალაძემ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე არანორმალურებად გამოაცხადა და თქვა, რომ ისინი მოსაკლავები არიან. არც მეტი და არც ნაკლები! რაც არ უნდა ისაუბრონ "გადატანითი მნიშვნელობით" ნათქვამზე, კალაძის მაქსიმებისა და რეფლექსების როგორი სოციოლინგვისტური ანალიზიც არ უნდა შემოგვთავაზონ, ფაქტი ფაქტად რჩება.