ვოლოდიმირ ზელენსკიმ მელანია ტრამპი „პრინცესა ოლგას ორდენით“ დააჯილდოვა
მსოფლიო ·
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი „პრინცესა ოლგას ორდენით“ დააჯილდოვა, - ინფორმაცია უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პირველ ლედის „პრინცესა ოლგას პირველი ხარისხის ორდენს“ გადასცემს „უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის“.