ილონ მასკი: როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა

მსოფლიო ·

ილონ მასკი: როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა. "როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ - დაწერა მან X-ზე. The New York Times-ის გამოთვლებით, მასკმა არჩევნების წინ რესპუბლიკური პარტიის დასახმარებლად 474 მილიონი დოლარი გააგზავნა. აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგად, სენატში უმრავლესობა დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა.