ბექა კობახიძე: კი, იალტა 2-ს პირადად ეს კაცი და უკრაინა აჩერებს
მსოფლიო ·
რა არის "იალტა 2"? ეს არის ევროპის გავლენის ზონებად გაყოფა, ახალი "რკინის ფარდა", სადაც საქართველო კვლავ ამ ფარდის მიღმა, რუსულ ჩეჩმაში რჩება. ეს ომი და უკრაინის არმია საქართველოს 21-ე საუკუნის ისტორიას წყვეტს. ვიქნებით დამოუკიდებლები და სუვერენულები თუ დავუბრუნდებით კოლონიურ სტატუსს? ვიქნებით განვითარების გზაზე თუ ცივილიზაციის საათი უკუღმა დაიწყებს ბრუნვას საქართველოში? თქვენი შვილები წარმატებული პროფესიონალები იქნებიან თუ მათ კვლავ დაეკისრებათ კოლონიზატორი ბატონის გართობის ფუნქცია?