მოჰსენ რეზაი - თუ აშშ ირანის წინააღმდეგ ომს დაიწყებს, აგრესიაში ჩართული ნებისმიერი სამხედრო ბაზა ირანის სასიკვდილო დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე გახდება
მსოფლიო ·

თუ აშშ ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთ ომს წამოიწყებს, აგრესიაში ჩართული ნებისმიერი სამხედრო ბაზა - დასავლეთ აზიიდან ევროპამდე - ირანის სასიკვდილო დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე გახდება, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა. “არ არსებობს უსაფრთხო მანძილი. არ არსებობს უსაფრთხო თავშესაფარი. არავის აქვს იმუნიტეტი”, - აღნიშნა რეზაიმ.