გოჩა მირცხულავა: კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
პოლიტიკა ·
საპატრიარქოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველ ელიტას აზარტული თამაშების შესახებ კანონი რომ ფეხებზე ეკიდიათ, ამაზე რამდენიმე დღის წინ დავწერე. თან ნახეთ, როგორი ხარბები აღმოჩნდნენ: ჯერ „მწვავე“ განცხადებები გაავრცელეს, სინოდის შესაძლო სხდომაზეც ალაპარაკდნენ, შემდეგ კი ყველაფერი მიჩუმდა. მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სათამაშო ბიზნესთან ურთიერთობები კანონის ხელმოწერამდე მოაგვარეს.